როგორც მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში, "ტურინის" იუვენტუსის თავკაცმა მაურიციო სარიმ კრიშტიანუ რონალდუ 55 წუთზე შეცვალა, რასაც პორტუგალიელის მხრიდან უკმაყოფილება და სტადიონის დატოვება მოჰყვა.
La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნული ინციდენტი შეისწავლა და გადაწყვეტილება მიიღო - რონალდუ არ დაისჯება, თუმცა გუნდის წინაზე ბოდიშის მოხდა მოუწევს.
წყაროს ცნობით, ნედვედი და პარატიჩი რონალდუს უახლოეს დღეებში შეხვდებიან და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.