კიელინი: "მილანის" ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი"

13-11-2019, 14:42

"იუვენტუსის" ლეგენდალურმა ფეხბურთელმა კიელინიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გაიხსენა, რომ ადრეულ წლებში "მილანისა" და პაულო მალდინის ფანი იყო.

"ჩემდა სამწუხაროდ, "მილანის" ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი. მალდინი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო. ჩემი ტყუპისცალი "იუვენტუსს" გულშემატკივრობდა და იძულებული ვიყავი, საპირისპირო ამერჩია".

"წარმოგიდგენიათ, რამდენად ბედნიერი იყო ჩემი ძმა, როდესაც "იუვენტუსმა" 20 წლის ასაკში მიყიდა? ტურინში გადაბარგებამ აქაურობა ძალიან შემაყვარა. ახლა ძალიან გაგიჭირდებათ ჩემზე დიდი "იუვეს" ფანის პოვნა დედამიწაზე.

"როგორც მცველი, მე დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც მოწინააღმდგეს ვაჩერებ. ზუსტად იმას ვგრძნობ ამ დროს, რასაც თავდამსხმელი გოლის გატანისას", - აცხადებს კიელინი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით