ჰაალანდმა თავის მომავალზე ისაუბრა

13-11-2019, 21:05

ავსტრიული "ზალცბურგის" ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ერლინ ჰაალანდმა თავის მომავალზე ისაუბრა.

"გამოგიტყდებით, ლოგინში იმ ბურთებთან ერთად მძინავს, რომლებითაც ჰეთ-თრიკის გაფორმება მოვახერხე."

"ჩემს ირგვლივ სატრანსფერო ჭორები მართლაც მრავლადაა. თუმცა, ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გავუმკლავდე მათ."

"რეალი? მანჩესტერი? კრისტიანოსთან ერთად "იუვეში" თამაში? ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს." - აცხადებს ჰაალანდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით