"ბარსელონა" ვილიანის ტრანსფერს მიუბრუნდა

14-11-2019, 00:11

კატალონიის "ბარსელონას" რადარზე ვილიანი კვლავ გამოჩნდა.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურმა გრანდმა აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები 31 წლის ფეხბურთელთან.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" ბრაზილიელი გარემარბის დამატება მომავალ ზაფხულს სურს. დიდი ალბათობით, კლუბი მისი მოყვანის შემდგომ ერთ-ერთ ფორვარდს გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ ვილიანს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება და ესპანელებს მისი უფასოდ დამატება უნდათ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკა ბასილაშვილის ოჯახში მატებაა. ჩოგბურთელის ახალი სიყვარული ფოტოს აქვეყნებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით