ოფიციალურად: ვენგერმა მუშაობა განაახლა

14-11-2019, 12:33

ლეგენდარულმა ფრანგმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მუშაობა განაახლა.

FIFA-ს ოფიციალური საიტის ცნობით, ვეტერანი სპეციალისტი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში იწყებს მუშაობას.

როგორც ცნობილია, ფრანგი FIFA-ში გლობალური ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ვენგერი ლონდონის "არსენალიდან" წამოსვლის შემდგომ, უკვე 2 წელზე მეტია რაც არცერთ გუნდს წვრთნის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით