დევიდ აბრაჰამი მთელი წლის გამოტოვებით დასაჯეს

14-11-2019, 11:41

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში "ფრაიბურგმა" ფრანქფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიწურულს სტუმართა კაპიტანი, დევიდ აბრაჰამი ძალიან უღირსად მოიქცა. როდესაც ბურთი აუტზე გადავარდა, ის მეტოქის მთავარ მწვრთნელს მივარდა და ხელი კრა.

აღნიშნული ეპიზოდი, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც არგენტინელი ფეხბურთელი მთელი წლის გამოტოვებით დასაჯა.

გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, აბრაჰამი ბუნდესლიგაში დაბრუნებას მხოლოდ 2020 წლის იანვარში შეძლებს.

იხილეთ ვიდეო:


 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით