ტოჩინოშინზე საშინლად სამწუხარო ცნობა ოფიციალურად დადასტურდა

14-11-2019, 00:06

დღეს იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში კიუშუ ბაშოს მეოთხე საბრძოლო დღე ჩატარდა.

მეორე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ექს-ოძეკმა და ამჯერად სეკივაკეს ტიტულის მატარებელმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა.

ქართველმა ფალავანმა იაპონელი ტაკარაფუჯი კუბიჰინერის ილეთით დასცა დოჰიოზე და ბალანსი გაათანაბრა - 2:2.

სამწუხაროდ, ორთაბრძოლის დროს ლევანმა ტრავმა მიიღო. ქართველმა ფალავანმა ნეკნი გაიტეხა და ის ხვალიდან აღარ გააგრძელებს ასპარეზობას.

ჯერჯერობით მისი დაბრუნების თარიღი უცნობია, თუმცა ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტოჩინოშინი მიმდინარე ბაშოს დაემშვიდობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით