"ინტერი" "ჩელსის" შემტევით დაინტერესდა

13-11-2019, 23:38

იტალიური პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" ლონდონის "ჩელსის" ფორვარდის შეძენით კვლავ დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს,აქტიურად ეცდება, "არისტოკრატთა" რიგებიდან, ოლივიე ჟირუ გადმოიბიროს.

როგორც ცნობილია, იტალიური კლუბის ბოსები ფრანგ ფორვარდს, რომელუ ლუკაკუს შემცვლელად განიხილავენ.

აღსანღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის დამატება, პირადად ანტონიო კონტეს სურს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით