ლევანდოვსკი რეკორდსმენია

14-11-2019, 14:42

მიუხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ზედიზედ მესამე თვეა კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ.

ოქტომბრის თვის გამოკითხვაში მან ხმების 75,6 % მიიღო და გაცილებით აჯობა მეორე-მესამე ადგილებზე გასულ სერჟ გნაბრის (9,8%) და მანუელ ნოიერს (6,1%).

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, მანამდე "ბაიერნის" არცერთი ფეხბურთელი გამხდარა მიჯრით სამი თვის განმავლობაში საუკეთესო.

ოქტომბერში 31 წლის პოლონელმა მიუნხენელთა შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. მათ შორის, ოთხი ჩემპიონთა ლიგაზე, დუბლი მიითვალა "ტოტენჰემთან" (7:2) და "ოლიმპიაკოსთან" (3:2).



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით