ვიეირა: "იუვენტუსის" მთავარი ვარსკვლავი ყოველთვის თავად გუნდი იყო და მას ამასთან შეგუება მოუწევს"

14-11-2019, 15:03

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად "ნიცას" თავკაცმა  პატრიკ ვიეირამ ჟურნალისტებს კრიშტიანუ რონალდუს ბოლოდროინდელ ამბებზე გაესაუბრა.

"ეს სიტუაცია კარგად უჩვენებს, რა რთულია მწვრთნელობა. რონალდუ გამორჩეული, კლასით სხვებზე გაცილებით მაღლა მდგომი მოთამაშეა. მესისთან და ნეიმართან ერთად, ის დღევანდელი ფეხბურთის სახეა".

"მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ არ არის დღეს რონალდუ ბედნიერი, გარედან ჩანს, რომ მძიმე დროება უდგას. როცა ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კრიშტიანუა, გოლები ვეღარ გააქვს, ცხადია, იმედგაცრუება ისადგურებს. მაგრამ "იუვენტუსის" მთავარი ვარსკვლავი თავად გუნდი იყო და ასე იქნება ყოველთვის", - განაცხადა ვიეირამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით