ვილიანი: "ის რონალდუზე და მესიზე უკეთესი იყო"

14-11-2019, 15:49

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვილიანიმ მედიის წარმომადგენლებთან საკუთარი თანამემამულე რონალდინიოს შესახებ ისაურბა.

"რონალდინიო საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში. კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესისაც ჯობს. დიახ, მათ ბევრი გოლები გააქვთ, მაგრამ რონალდინიო მინდორზე ჯადოქრობებს აკეთებდა, წარმოუდგენელია მასთან გატოლება".

"ჩემი აზრით, მან კარიერა ნაადრევად დაამთავრა და კიდევ ცოტა ხანს რომ ეთამაშა, მას საუკეთესოდ სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერაც დაასახელებდნენ. არადა, მხოლოდ ორჯერ ერგო ეს პატივი. რონალდინიო ჩემი საფეხბურთო კერპია",- ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს გამოცემა Goal.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით