სუარესი: "ბარსელონას" ახალი 9-იანის შეძება სურს"

14-11-2019, 16:16

"ბარსელონას" ურუგვაელმა შემტევმა ლუის სუარესმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრუსას განაცხადა, რომ კატალონიურ გრანდს ახალი ცხრიანის შეძენა სურს და მას ეს არ აღელვებს.

"ბარსელონაში" ძალიან დიდი  მოთხოვნილებებია. 3 დღეში 1 თამაში გვაქვს და ამის მიუხედავად, არცერთ ჩაგდებულ თამაშს არ გპატიობენ. ამ გუნდში თამაში და ადგილის დამკვიდრება მარტივი არ არის".

"პატივს ვცემ იმ 5 წელს, რაც ამ გუნდში გავატარე. მიუხედავად ჩემზე არსებული ზეწოლისა ვახერხებდი, რომ ყველასთვის საკადრისი პასუხი გამეცა. თუ ამ გუნდს ახალი ცხრიანის შეძენა სურს, ეს გასაკვირი არ არის. მოვა დრო და ჩემი შესაძლებლობები "ბარსაში" სათამაშოდ საკმარისი აღარ იქნება, მაგრამ მანამ, სანამ შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა სუარესმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით