გერმანული გრანდი ჰალანდის შეძენით დაინტერესდა

14-11-2019, 21:34

დღეს გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნი" "ზალსბურგის" ახალგაზრდა ფორვარდის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელები მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ზალსბურგიდან"ერლინგ ბრაუტ ჰალანდის შეძენას ეცდება.

როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერის" ბოსები ახალგაზრდა ფეხბურთელს, რობერტ ლევანდოვსკის ალტერნატივად განიხილავენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ზალსბურგის" მაისური 18 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 26 გატანილი გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით