"ტოტენჰემი" კოუტინიოს უახლოვდება !

16-11-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფელიპე კოუტინიო, პრემიერ ლიგაში დაბრუნებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის გადაბირების სურვილი ამჯერად ლონდონის "ტოტენჰემის" არგენტინელ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს გაუჩნდა.

ცნობების მიხედვით, კოუტინიომ ლონდონში გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე ბავარიული გრანდის რიგებში, კატალონიის "ბარსელონადან" 1 წლიანი იჯარით იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით