სანე "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოსაა

16-11-2019, 22:05

მანჩესტერ "სიტის" ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ლეროი სანემ შესაძლოა სულ მალე კლუბი დატოვოს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, 23 წლის გარემარბის შეძენით მიუნხენის "ბაიერნი" კვლავ დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" მზადაა ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, სამშობლოში დაბრუნება თავაც გერმანელსაც სურს.

შეგახსენებთ, რომ სანეს დამატება "ბაიერნს" გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა, მაშინ კლუბებს შორის შეთანხმება არ შედგა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით