პიონტეკი "მილანიდან" მიდის

16-11-2019, 22:14

"მილანის" ახალგაზრდა თავდამსხმელი, კრისტოფ პიონტეკი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი იანვარში იჯარის წესით "ჯენოას" შეუერთდება.

პიონტეკს მიმდინარე სეზონში არცთუ დამაჯერებელი შედეგები აქვს, 12 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი. ამის გამო კი მილანში ფიქრობენ, რომ მისი დაბრუნება ყოფილ კლუბში და გამოცდილების მიღება აუცილებლად დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ პიონტეკი "როსონერის" რიგებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა სწორედ გენუური კლუბიდან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით