სილვა: "მესი მუდამ ცდილობს მსაჯს ჯარიმა დასტყუოს"

16-11-2019, 22:25

გუშინ ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ბრაზილია და არგენტინა დაუპირისპირდნენ. მატჩი ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

თამაშის შემდგომ "სელესაოს" კაპიტანმა, ტიაგო სილვამ პრესასთან ლეო მესიზე ისაუბრა.

"მას თამაშის არევა სურდა. ორ ფეხბურთელს ჩაარტყა და მთავარ არბიტრს რეაქციაც კი არ ჰქონდა. ის უბრალოდ იცინოდა."

"ის მუდამ ცდილობს, რომ მსაჯს ჯარიმა დაადებინოს სახიფათო ზონაში."

"ვესაუბრე რამდენიმე ლა ლიგის ფეხბურთელს და ისინიც იგივეს იმეორებენ. ლეო ყველა მატჩში ცდილობს მსაჯს დარღვევა გამოსტყუოს."

"ჩემპიონთა ლიგაზე მას ეს უპირატესობა არ აქვს, რადგან მსაჯები უფრო მკაცრები არიან. თუმცა, სხვაგან, მესის ქომაგობის გამო ხშირად ერთ პოზიციას იჭერენ." - აცხადებს სილვა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით