ალონსო: "გვარდიოლას განსაკუთრებულობის საიდუმლო ამოვხსენი"

17-11-2019, 16:32

ჩაბი ალონსომ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას 2014 წელს მადრიდის "რეალის" დატოვებისა და "ბაიერნში" გადასლის პერიოდი გაიხსენა და პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა.

"ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, რა იყო პეპის განსაკუთებულობის საიდუმლო. მას დაუცხრომელი ენთუზიაზმი აქვს. საფეხბურთო სეზონი ყოველთვის ხანგრძლივია, მაგრამ გვარდიოლას დაღლას ვერასდროს ვერ შეატყობთ. ის ყოველთვის მზად იყო და ეს ჩვენი მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობდა", - განაცხადა ჩაბიმ.

"რეკორდმაისტერის" მაისურით ესპანელმა ნახევარმცველმა 117 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით