თურქული პუბლიკაც გადარია, რა გააკეთა დღეს ლაშა ტალახაძემ თურქეთის სალიცენზია ტურნირზე

18-11-2019, 00:14

დღეს თურქეთში ძალოსნობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ლაშა ტალახაძემაც მიიღო.

ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა აკვრაში 242 კილოგრამი, ატაცში კი 208 კილოგრამი დააფიქსირა და სამი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ხსენებული ტურნირი ყველაფერთან ერთად ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლეოდა და შესაბამისად, ლაშამ აღნიშნულ გრაფაშიც დადებითი შედეგი ჩაიწერა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით