ნეიმარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს

18-11-2019, 20:33

როგორც ჩანს, ნეიმარ ჯუნიორის "პსჟდან" წასვლის შანსები კიდევ უფრო იზრდება.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა 27 წლის ფეხბურთელს განახლებული კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა, მტკიცე უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით ნეიმარი საფრანგეთის დედაქალაქში 2025 წლამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ, თავად მოთამაშეს კლუბის გამოცვლა სურს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კონტრაქტი ნეიმარს "პსჟსთან" 2022 წლამდე აკავშირებს. გასულ ზაფხულს კი ის საკმაოდ ახლოს იყო კლუბის დატოვებასთან, თუმცა, მისი ტრანსფერი "ბარსელონაში" არ შედგა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით