ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

19-11-2019, 14:13

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2019 წლის ბოლო შეხვედრაში, დღეს 19 ნოემდებს, ხორვატიას დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩამდე გამართულ პრესკომფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა ისაუბრა.

"ჩვენ, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ხორვატიას ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ხვალინდელ მატჩში კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს. ვფიქრობ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ხვალინდელ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ და შანსი ასევე მიეცემათ, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამ შესარჩევ ეტაპზე სათადარიგოთა შორის იყვნენ".

"რა თქმა უნდა, ხორვატიისა და სლოვაკეთის ორივე შეხვედრას ვუყურე. სლოვაკეთმა პირველ ნახევარში კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ხორვატებმა თამაში გამოასწორეს და გაიმარჯვეს. ხორვატებს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. მათ ბოლო შეხვედრაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დააკლდათ, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ხორვატიას არამხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს", - განაცხადა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით