გვილია: "მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან დაპირისპირების არ გვეშინია"

19-11-2019, 13:44

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2019 წლის ბოლო შეხვედრაში, დღეს 19 ნოემდებს, ხორვატიას დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩამდე გამართულ პრესკომფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ ისაუბრა.

"პირველ რიგში, მსურს, რომ ხორვატიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმანეთს ევრო 2020-ზე შევხვდეთ. ამის შანსი მარტში მოგვეცემა, როდესაც ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დავუპირისპირდებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უნიკალური შანსი იქნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად".

"ხვალ წლის ბოლო შეხვედრას გავმართავთ, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ არ გვეშინია და გვსურს, რომ ჩვენი ხარისხი და ხასიათი ვაჩვენოთ. იმედი მაქვს, რომ წელს წარმატებული თამაშით დავასრულებთ და გულშემატკივარს გავახარებთ", - განაცხადა გვილიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით