სარფზე საზღვარს მოვადექით გუშინ, ლაშასთან სიგარეტით მოვაჭრე ქალბატონი მივიდა..."

19-11-2019, 13:30

საქართველოს ძალოსანთა გუნდის ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში თურქეთის საზღვარზე მომხდარ კურიოზულ ფაქტს იხსენებს, რომელიც ლაშა ტალახაძეს უკავშირდება.

გთაბაზობთ უცვლელად: 

სარფზე საზღვარს მოვადექით გუშინ....ტურნირზე ვიყავით თურქეთში... მე, ტალახაძე და შოთიკო მიშველიძე ვართ ჩემი ავტომობილით.. ეს ორი ფეხით უნდა გადმოვიდნენ საზღვარზე.. მე მანქანით..
შედიან საბააჟოზე და მოსდევთ ვიღაც ქალი (სიგარეტით მოვაჭრე)... ბიჭებო გეხვეწებით ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით, გადამატანინეთ საქართველოს საზღვარზე და მერე დამიბრუნეთ, თორემ განბაჟება მომიწევსო..
ლაშამ უთხრა : ქალბატონო არ ვეწევით ჩვენ, სპორტსმენები ვართო. სირცხვილია, სიგარეტით ხელში როგორ გავიაროთ საბაჟოზეო.
ამან არც აცია, არც აცხელა და
- მიდი, მიდი ნუ წუწუნებთ , ძალიან არ გიცნონ ახლა ქართველმა მებაჟეებმა რაის სპორტსმენები თქვენ ხართო.
რაგინდა რომ ქნა



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით