ბენ არფა სერია ა-ში?

19-11-2019, 14:37

როგორც გავლენიანი სპორტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, ჰატემ ბენ არფამ, შესაძლოა, კარიერა სერია ა-ში გააგრძელოს.

წყაროს ცნობებით, ფრანგი შემტევით "ჯენოაა" დაინტერესებული.

გენუურ გუნდს სურს, ბენ არფას კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე გაუფორმოს. "ჯენოას" ფრანგი შემტევი ტრავმირებული კრისტიან კუამეს შესაცვლელად სურს.

32 წლის ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია. უკანასკნელად ის "რენის" ღირსებას იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით