პლატინი: "იუვეს მბაპეს შეძენის შესაძლებლობა არ აქვს"

19-11-2019, 23:31

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მიშელ პლატინიმ კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა.

"ის მომავალი 10 წლის განმავლობაში ნამდვილი სუპერვარსკვლავი იქნება. ნებისმიერ კლუბს ვურჩევ კილიანის შეძენას."

"ნამდვილად არ ვიცი, შეძლებს თუ არა "იუვე" მის შეძენას, მითუმეტეს მომავალში, როდესაც მისი ფასი ერთი-ორად გაიზრდება." - აცხადებს პლატინი.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს შეძენით "ბებერი სინიორას" გარდა ასევე მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით