ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" პოჩეტინო დაითხოვა

19-11-2019, 23:49

ლონდონის "ტოტენჰემმა" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

კლუბის პრეზიდენტის, დანიელ ლევის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი "დეზების" ცუდი შედეგები გახლდათ.

12 ტურის შემდგომ "ტოტენჰემს" პრემიერლიგაში მხოლოდ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო კლუბს სათავეში 2014 წელს ჩაუდგა და ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო. გასულ სეზონში "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით