რა მოხდა მესისა და კავანის შორის ?!

20-11-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირებას არც ამ შემთხვევაში ჩაუვლია სკანდალის გარეშე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოედანზე ყოფნისას, ურუგვაელთა და ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა, ედინსონ კავანიმ, კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი, ლიონელ მესი საჩხუბად გამოიწვია.

ცნობების მიხედვით, მდგომარეობის გართულება 32 წლის შემტევმა განაპირობა, რომელმაც კავანის ასე მიმართა: "ჩხუბს შენთან არ მოვერიდები."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ინციდენტის განმუხტვა საბოლოოდ ლუის სუარესს მოუწია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით