ჟოზე მოურინიოს პირველი, მოულოდნელი კომენტარი "ტოტენჰემში" დანიშვნის შემდეგ

20-11-2019, 15:06

არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობას ჩამოშორებული იყო.

"განსაკუთრებულად" წოდებულმა მოურინიომ ახალ გუნდში მისვლის შემდეგ მედიასთან პირველი განცხადებაც უკვე გააკეთა:

"მოხარული ვარ ასეთი ისტორიის მქონე გუნდში მუშაობის დაწყებით. კლუბის შემადგენლობა და აკადემიის დონე სრულად მაკმაყოფილებს". - განაცხადა მოურინიომ.

ჟოზე კონტრაქტის მიხედვით ჩრდილოეთ ლონდონის გუნდში 2023 წლამდე დარჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით