მოურინიო რიგით მერე ყველაზე ანაზღაურებადი მწრთვნელი იქნება

20-11-2019, 18:48

როგორც მოგეხსენებათ,  11-თვიანი უქმობის შემდეგ  ჟოზე მოურინი კარიერას აგრძელებს. მან ლონდნის "ტოტენჰემში" მაურიციო პოჩეტინო შეცვალა და ახლა მთავარი მწრთვნელის თანამდებობას იკავებს.

"განსაკუთრებულმა" კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 17.5 მილიონ ევროს მიიღებს. საინტერესოა, რომ ჟოზეს გასამრჯელო ორჯერ მეტია, ვიდრე მისი წინამორბედი მაურისიო პოჩეტინო გამოიმუშავებდა "მამლების" რიგებში.

აქვე გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწრთვნელების ათეულს.

10. იურგენ კლოპი ("ლივერპული") – 8 მილიონი ევრო
9. ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონა") – 9 მილიონი ევრო
8. ტომას ტუხელი ("პსჟ") – 9 მილიონი ევრო
7. ანტონიო კონტე ("ინტერი") – 10 მილიონი ევრო
6. ზინედინ ზიდანი ("რეალი") – 12 მილიონი ევრო
5. ფაბიო კანავარო ("გუანჯოუ ევერგრანდი") - 12 მილიონი ევრო
4. რაფაელ ბენიტესი ("დალიანი") - 13.5 მილიონი ევრო
3. დიეგო სიმეონე ("ატლეტიკო") – 15 მილიონი ევრო
2. ჟოზე მოურინიო ("ტოტენჰემი") – 17.5 მილიონი ევრო
1. პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი") – 23.5 მილიონი ევრო



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით