"რეალის" ფანების მოწოდება: "დატოვე გუნდი"

20-11-2019, 23:41

გასულ უქმეებზე სერია ა-ს მე-12 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ტურინის "იუვენტუსმა" "მილანს" უმასპინძლა და 1:0 სძლია.

თამაშის 55-ე წუთზე მაურიციო სარიმ მინდვრიდან კრისტიანო რონალდო გაიყვანა, რასაც ამ უკანასკნელის საკმაოდ მწვავე რეაქცია და სტადიონის დატოვება მოჰყვა.

აღნიშნული მომენტი არ გამორჩენიათ მადრიდის "რეალის" ფანებს, რომლებმაც, საყვარელი გუნდის ყოფილ ლიდერს მიმართეს.

სოციალური ქსელების მეშვეობით მადრიდისტები მოუწოდებენ პორტუგალიელს, რომ ტურინული გუნდი დატოვოს, რადგან მას ამ გუნდში თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალება არ ეძლევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით