"იუვენტუსი" მბაპეს გადაბირების გეგმას იწყებს !

21-11-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი" კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, კიდევ ერთი ვარსკვლავის გადაბირებას ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია ა-ს ჩემპიონთა სატრანსფერო რადარზე ბოლო დროს, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, იტალიელები 20 წლის შემტევის სანაცვლოდ, მზად არიან 175 მილიონი ევრო გაიმეტონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით