მოურინიოს პირველი სატრანსფერო მიზანი

21-11-2019, 23:27

მადრიდის "რეალის" გარემარბი გარეთ ბეილი შესაძლოა "ტოტენჰემში" დაბრუნდეს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება, რომლის ცნობით, ლონდონურ გუნდში მისი ხილვა, ახლახან დანიშნულ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სურს.

არსებული ინფორმაციით, მოურინიო ბეილის დამატებაზე ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე ფიქრობს. 

მოგახსენებთ, პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელით დაინტერესებული ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობის პერიოდში იყო. თავად 30 წლის ბეილს "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვება კარგა ხანია სურს, რადგან "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მას ძირითადის მოთამაშედ არ განიხილავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით