ტუხელი ნეიმარით უკმაყოფილოა !

22-11-2019, 01:43

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის თავდამსხმელი მადრიდში გაურკვეველი მიზეზის გამო, მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის ნებართვის გარეშე გაემგზავრა.

ცნობების მიხედვით, ნეიმარს ამის გამო, 125 000 ევრონიანი ჯარიმა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით