რა ბედი ეწევა კოუტინიოს "ბაიერნში" პოჩეტინოს მისვლის შემთხვევაში ?!

22-11-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს მომავალი ჯერაც გაურკვეველია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ბავარიელთა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილი თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო დაინიშნება, მაშინ 28 წლის ფეხბურთელს "ბაიერნი" აუცილებლად გამოისყიდავს.

ცნობების მიხედვით, კოუტინიომ გერმანიაში დარჩენაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე ბუნდელისგის ჩემპიონთა რიგებში, კატალონიის "ბარსელონადან" 1 წლიანი იჯარით იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით