ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

22-11-2019, 16:04

ცოტა ხნის წინ დასრულდა წილისყრა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნიონის შტაბბინაში მიმდინარეობდა და სადაც ერთა ლიგის მასპინძლები ქვეყნის ვინაობა გახდა ცნობილი.

ჩვენთვის ცნობილი გახდა სასიხარულო ფაქტი, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალიდან გავედით, ფინალს ჩვენ ვუმასპინძლებთ.

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ბელარუსს ასევე შინ ხვდება, მოგების შემთხვევაში კი კოსოვო მაკედონიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსის წინააღმდეგ 26 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით