ოფიციალურად: იტალიურ კლუბი 800 მილიონად იყიდება

22-11-2019, 16:41

იტალიურ მედიაში ვრცლდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  "რომა" გასხვისებისთვის ემზადება.

გავრცელებული ცნობით, დედაქალაქური კლუბის მფლობელი ჯეიმს პალოტა მზადაა კლუბი 800 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

იტალიური გამოცემის ცნობით, "რომასადმი" ინტერესს ამერიკული კომპანია Friedkin Group-ი იჩენს. ყველაზე მაღალი შანსი აღნიშნულ კომპანიას აქვს. ასევე, კლუბის ხელში ჩაგდება Mubadala Development Company-ს, Adia-ს და ყატარის სამეფო ოჯახს სურს.

პალოტამ და კიდევ სამმა ამერიკელმა ინვესტორმა "რომა" 2011 წელს შეიძინეს. 2012 წლიდან ჯეიმსი კლუბის ხელმძღვანელი გახდა. პალოტას მმართველობის პერიოდში "რომას" ტიტული არ მოუპოვებია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით