"ჩემი ბრალია, რომ მესი რონალდოზე უკეთესი ჰქონიათ, რადგან.."

23-11-2019, 01:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა ბრიტანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თანამედროვეობის ორი უძლიერესი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა.

"კრიშტიანოს რომ მესის მსგავსად ადრეული ასაკიდან ეთამაშა ლა ლიგაში ის არგენტინელის ყველა შედეგს გააორამგებდა. პორტუგალიელი არაფრით ჩამოუვარდება "ბარსელონას" ლიდერს". 


"საზოგადოების უმრავლესობას ახლა ისეთი შეხედულება აქვს, რომ ლიონელი კრიშტიანოზე მაღალი დონის მოთამაშეა. შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ბრალია, რადგან რონალდო პირველმა მე აღმოვაჩინე და "მანჩესტერში" 6 წლით, საუკეთესო კარიერული პერიოდის მანძილზე "გავაჩერე". 

"ის რომ "სპორტინგიდან" პრიმერა დივიზიონის რომელიმე გუნდში გადასულიყო, ახლა სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა", - აცხადებს ფერგიუსონი.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 2003-09 წლების მანძილზე თამაშობდა, "რეალში" 2009-18 წლებში, ხოლო ამჟამად "იუვენტუსის"ღირსებას იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით