ლაუტარო ლა ლიგაში?

23-11-2019, 15:58

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელნა" მილანის "ინტერის" შემტევის შეძენით კვლავ დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "კატალონიური" გრანდი ლაუტარო მარტინესის დამატებას ეცდება.

როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ბოსები ახალგაზრდა არგენტინელს, ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავენ, რომელი დიდი ალბათობით კლუბში ბოლ სეზონს ატარებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი სატრანსფერო თანხა 111 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით