ვაისი: "წილისყრაზე საოცრად გაგვიმართლა"

23-11-2019, 19:17

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020-ის ფლეი-ოფის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"საინტერესო წილისყრა გამოვიდა, გაგვიმართლა და სასიხარულოა, რომ ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში, გადამწყვეტ მატჩს საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. ნახევარფინალში ადვილი მეტოქე არ გვყავს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მათი ოცნებაცაა და ამიტომ ფინალში გასვლა ადვილი არ იქნება. პირველ რიგში სწორედ ნახევარფინალურ შეხვედრაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ვაჩვენოთ რა შეგვიძლია და როგორი ძლიერი გუნდი გვყავს".

"ერთა ლიგაზე ჩვენი გულშემატკივრები შესანიშნავ გარემოს ქმნიდნენ, ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას წინააღმდეგ სტადიონი სავსე იყო და ეს ფაქტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონი მარტშიც გაივსება იმიტომ, რომ ქართველი გულშემატკივარს უდიდესი სურვილი აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და სჯერა ჩვენი ფეხბურთელების, ისევე როგორც მე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად. ეს ადვილი არ იქნება, მოლოდინი ძალიან დიდია და შესაბამისად ფსიქოლოგიური წნეხი იზრდება", - განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით