თბილისისა და ზაგრების "დინამოს" მატჩის ყურებას გულშემატკივრები დიდ ეკრანზე შეძლებენ

26-07-2016, 01:02

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოს" უპირისპირდება. ამ მატჩთან დაკავშირებით, "გლადიატორებმა" გადაწყვიტეს, რომ გულშემატკივრებს საშუალება მისცემოდათ მატჩის დიდ ეკრანზე ყურებისა და "დინამო არენაზე" ამისათვის სპეციალური მოწყობილობა დაამონტაჟეს. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22:45-ზე გაიმართება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ. გულშემატკივრებს "დინამო არენაზე" მისვლა 22:00 საათიდან შეეძლებათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით