"პარი სენ-ჟერმენი" ორ ფეხბურთელს დაიმატებს

24-11-2019, 20:18

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe-ი იტყობინება, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს, გუნდის მიზანი უნივერსალი მცველისა და კრეატიული ნახევარმცველის გადაბირება იქნება.

წყაროს ცნობით, პარიზული გუნდი ტურინის "იუვენტუსის" მცველით, მატია დე შილიოთი ინტერესდება, თუმცა პარიზში დარწმუნებულები არ არიან, რომ ფეხბურთელი საფრანგეთში გადავა, ამიტომ ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონები სერია ა-ს სხვა მოთამაშეებსაც აკვირდებიან.

ასევე გავრცელდა ინფორიაცია იმის შესახებ, რომ "პარი სენ ჟერმენი" იანვარში ლეანდრო პარედესსა და იულიან დრაქსლერს შეელევა.

ლიგა 1-ის 14 ტურის შემდეგ "პსჟ" 33 ქულით პირველ პოზიციაზეა. ტომას ტუხელის გუნდი პირველ ადგილს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც იკავებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით