კონტე: "მათსავით უბურთოდ ვერცერთი თავდამსხმელი თამაშობს"

24-11-2019, 20:42

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ატალანტასთან" მოგებული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ფეხბურთელების დეფიციტთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეცვლილა, მაგრამ საკუთარ მოთამაშეებს მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ. ამ ბიჭებს კიდევ 6-7 წელი უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ".

"ყველაზე მეტად კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მუშაობენ ისინი გუნდზე, ქმნიან მომენტებს და მეტოქე გუნდის მცველებზე ზეწოლას ახდენენ. რთულია იპოვო სხვა თავდამსხმელი, რომელიც ბურთის გარეშე ისე კარგად მუშაობს, როგორც ამას ლუკაკუ და ლაუტარო აკეთებენ", -  განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ანტონიო კონტეს გუნდმა ჩემპიონატის საწყისი 13 მატჩიდან მოგება 11-ში შეძლო, რაც ბოლო 69 წლის განმავლობაში "ნერაძურის" საუკეთესო შედეგია.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით