ბარელა იანვრამდე იუქმებს

24-11-2019, 21:37

როგორც "ინტერის" ოფიციალური ვებ- გვერდი იტყობინება, ნიკოლო ბარელამ "ტორინოსთან" მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და საოპერაციოა.

გავრცელებული ცნობით, 22 წლის ფეხბურთელისთვის 2019 წელი დასრულდა და მოედანზე მხოლოდ იანვარში დაბრუნდება.

ბარელას ჩემპიონთა ლიგაზე "სლავიასთან" და "ბარსელონასთან" მატჩები, ხოლო სერია ა-ში "სპალთან", "რომასთან", "ფიორენტინასთან" და "ჯენოასთან" შეხვედრები გაუცდება.

ბარელას მოედანზე დაბრუნება იანვრის დასაწყისშია მოსალოდნელი, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ახალი წლის პირველი ნაწილის გაცდენაც მოუწიოს.
ბარელამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 17 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით