"იუნაიტედი" ძანიოლოთი დაინტერესდა !

25-11-2019, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო რადარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, იტალიური "რომას" ნახევარმცველით, ნიკოლო ძანიოლოთი დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, "იუნაიტედი" მზადაა 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 75 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ძანიოლოს შეძენა ამასთან ერთად, ლონდონის "ჩელსის" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უმძიმესი გამოწვევის წინაშე დადგა - რა განცხადება გააკეთეს უეფაში

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით