მერებაშვილი "ვისლას" ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია

25-11-2019, 16:57

როგორც პლოცკის "ვისლას" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ექსტრაკლასაში ლეგიონეთა შორის საუკეთესო ბომბარდირია.

გასულ მატჩში "გურნიკთან" გოლი ექსტრაკლასაში გიორგისთვის მე-19 გამოდგა და ხოსე კანტეს გაუთანაბრდა.

მერებაშვილზე და კანტეზე უკეთესი შედეგი "ვისლას" რიგებში (ლეგიონერებიდან) არავის ჰქონია.

ქართველის ამ მიღწევის ერთპიროვნულად დაპატრონებისთვის კიდევ ერთი გოლი გატანა სჭირდება, რადგან კანტე სამშობლოში დაბრუნდა და ამჟამად "ხიმნასტიკში" ირჯება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით