კობიაშვილმა ვაისის წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა

25-11-2019, 17:14

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეროვნული ნაკრების თავკაცის ვლადიმერ ვაისის გუნდიდან წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კობიაშვილმა განაცადა, რომ  სლოვაკ სპეციალისტს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს  და მომავალი წლის მარტის თვის ბოლომდე თანამდებობაზე დარჩება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაისით სხვადასხვა კლუბების დაინტერესება გასაკვირი არაა, რადგან სლოვაკი კარგი მწვრთნელია.

თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ეს თემა დახურულია და მარტის თამაშებისთვის ნაკრებს ვაისი მოამზადებს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით