მბაპე "პსჟსთან" ახალ კონტრაქტს აფორმებს

25-11-2019, 18:43

როგორც ჩანს, კილიან მბაპე საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენას კიდევ დიდხანს აპირებს.

ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, 20 წლის თავდამსხმელი მზადაა "პსჟსთან" ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის მიხედვით წელიწადში 25 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის ივნისში ეწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით