პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

26-11-2019, 23:58

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი, რომელშიც მოსკოვის "ლოკომოტივმა" ლევერკუზენის "ბაიერს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის 88-ე წუთზე სტუმართა რიგებში შეცვლაზე შემოვიდა ნახევარმცველი ლარს ბენდერი, რითაც ლიგის ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა.

კერძოდ, ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთდროულად თამაშობდნენ ტყუპი ძმები, მსგავსი შემთხვევა კი არასდროს მომხდარა.

მოსკოველთა რიგებში 24 წლის ტყუპები, ანტონი და ალექსეი მირანჩუკები თამაშობდნენ, "ბაიერის" ღირსებას კი 30 წლის ლარს ბენდერის გარდა ასევე მისი ტყუპი ძმა, სვენ ბენდერი იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით