"პსჟ" ვარსკვლავის გაყიდვაზე თანახმაა !

27-11-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობამ როგორც იქნა ფარ-ხმალი დაყარა და გუნდის ლიდერის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შემთხვევაში საქმე ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის ტრანსფერს ეხება, რომელსაც თითქმის ყოველ მატჩში შეემჩნევა წასვლის სურვილი.

ცნობების მიხედვით, "პსჟ" 27 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 175 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით