პაპუნაშვილი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

27-11-2019, 20:06

ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სარაგოსას" ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს.

24 წლის ჩვენებურით "ნიუ-იორკ სიტია" დაინტერესებული და იანვარში ტრანსფერს გეგმავს.

ამ ეტაპზე შესაძლო გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ გიორგის ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. არაგონელებმა ამერიკული ინტერესის შესახებაც იციან, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა.

პაპუნაშვილი "სარაგოსაში" 2017 წელს გადავიდა და 55 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, მიმდინარე სეზონში გიორგი იშვიათად ხვდება არაგონელთა ძირითად შემადგენლობაში და უმეტესად ცვლილებებზე უწევს თამაში.



  • katedaisy
  • 12 დეკემბერი 2019 07:11
ძალიან ლამაზი სურათია, წარმატების მისაღწევად საკმაოდ რთული გზა, მოდით მეტი გავაკეთოთ.
driving directions

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით